Skip to main content
Food safety parents responsibility

საკვები პროდუქტების უსაფრთხოება და მონიტორინგი

საკვები პროდუქტების შერჩევა უდიდეს ყურადღებას და პასუხისმგებლობას მოითხოვს. თუკი თქვენ ყიდულობთ გაყინულ პროდუქტებს, გარდა იმისა, რომ აუცილებელია ვადის და ვარგისიანობის შემოწმება, არ დაგავიწყდეთ სახლში მისვლისთანავე  მათი საყინულეში მოთავსება და გახსოვდეთ, გაყინული პროდუქტები უნდა მოიხმაროთ მოკლე დროში და მათი ხანგრძლივი შენახვა სახლის პირობებში რეკომენდირებული არ არის.

საკვების მომზადებისას დაიცავით პროდუქტის დამუშავების წესები! ბოსტნეულის მომზადებამდე საჭიროა მათი  გულდაგულ გარეცხვა, ხილს მოაშორეთ ყუნწები, რადგან პესტიციდები სწორედ ამ ადგილას განიცდიან აკუმულაციას. დაიმახსოვრეთ, რომ ბოსტნეული სასურველია მოიხარშოს მარილიან წყალში, ხილის გათლისას ქერქთან ერთად მოაშორეთ რბილობის რამდენიმე მილიმეტრიც.

თევზეულის დამუშავების დროს საგულდაგულოდ გაასუფთავეთ იგი  ლორწოსა და შინაგანი ორგანოებისაგან. უკეთესია თუ თევზს მარილიან წყალში გარეცხავთ.

ხორცის დამუშავებისას მას აუცილებლად გააცალეთ ცხიმოვანი ფენა, დაჭერით ის პატარა ნაჭრებად და ნახევარი წუთით მოათავსეთ მდუღარე წყალში.

პროდუქტების დამუშავების ყველა წესი მიმართულია ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმების განადგურებისაკენ. საჭმლის მომზადებისას მოიხსენით აქსესუარები, დაიმუშავეთ ხელები და  მოიმარაგეთ ყველა საჭირო ხელსაწყო და ჭურჭელი.