Skip to main content
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი ჩვილისათვის! სრულყოფილი ნუტრიციული კვება უმნიშვნელოვანესია ზრდა–განვითარებისათვის. ხელოვნური კვების შემატება(დამატება)რეკომენდირებულია მხოლოდ დედის რძის არარსებობის ან ნაკლებობის დროს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან, მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია და მომზადების წესები.

კონფიდენციალურობის პარამეტრები

წინამდებარე დანართი წარმოადგენს დებულებას კონფიდენციალურობის შესახებ და FrieslandCampina Cheese & Butter B.V (“FrieslandCampina”) ქვედანაყოფის „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებულ წესებს. წინამდებარე დანართი კონფიდენციალურობის შესახებ და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესები შეიცავენ მონაცემებს ინფორმაციის შესახებ, რომელიც იტვირთება ჩვენი Friso ვებ-გვერდის მეშვეობით და Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia აპლიკაციის მომხმარებლების მიერ. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი მომსახურება უნდა იყოს გამჭვირვალე, პერსონიფიცირებული და საიმედო. კომპანია FrieslandCampina სარგებლობს თქვენი პირადი მონაცემებით დიდი პასუხისმგებლობით და თვალს ადევნებს, რომ მონაცემთა გამოყენება ხდებოდეს ნებისმიერი გამოყენებადი კანონებისა და ნორმატიული აქტების შესაბამისად.

დებულება კონფიდენციალურობის შესახებ და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესები ექვემდებარებიან ცვლილებების შეტანას საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც ახალი შემუშავებებით არის განპირობებული.

[კონფიდენციალურობის შესახებ დებულების და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესების ბოლო ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე: https://www.friso.ge/]

კომპანია FrieslandCampina გირჩევთ რეგულარულად გადახედოთ კონფიდენციალურობის შესახებ დებულებასა და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებულ წესებს, რომ იცოდეთ ყველა შეტანილი ცვლილების შესახებ.

უკანასკნელად ცვლილებების შეტანა კონფიდენციალურობის შესახებ დებულებასა და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებულ წესებში მოხდა 2014 წლის 25 აგვისტოს.  

1  კონფიდენციალურობის შესახებ დებულებისა და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესების გამოყენების შემთხვევები.  

დებულება კონფიდენციალურობის შესახებ და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესები გამოიყენება FrieslandCampina კომპანიის მიერ მიღებულ ან მის განკარგულებაში არსებულ ნებისმიერ ინფორმაციასთან მიმართებაში, მომხმარებლების მიერ Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia კომპანიის ვებ-გვერდის (შემდგომში „ვებ-გვერდი“) და სხვა სერვისების, ისეთი, როგორიცაა აპლიკაცია Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia (შემდგომში „აპლიკაცია“), თქვენი მობილური ტელეფონისთვის, მონახულების მიზნებისთვის.

აპლიკაცია და ვებ-გვერდი შეიცავენ სხვა ვებ-გვერდების ბმულებს. ამ ვებ-გვერდების გულდასმით შერჩევის მიუხედავად, ჩვენ არ შეგვიძლია ავიღოთ პასუხისმგებლობა ამ ვებ-გვერდების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე. დებულება კონფიდენციალურობის შესახებ და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესები ამ ვებ-გვერდებზე არ ვრცელდება.

2 ვინ არის პასუხისმგებელი თქვენს მონაცემებზე?

კომპანია FrieslandCampina Cheese & Butter B.V., რომელიც მდებარეობს მისამართზე: Stationsplein 4, 3818 LE in Amersfoort, the Netherlands /სტეიშენსპლეინ 4, 3818 LE, ამერსფორტი, ნიდერლანდები/, პასუხისმგებელია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენებაზე კონფიდენციალურობის შესახებ დებულებისა და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესების შესაბამისად.

პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონის დებულებების შესაბამისად, FrieslandCampina კომპანიამ პერსონალური მონაცემების გამოყენების უფლება დაარეგისტრირა პერსონალური მონაცემების დაცვის ჰააგის საბჭოში. რეგისტრაციის შესახებ მოწმობაში მითითებულია ინფორმაციის ტიპი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს FrieslandCampina კომპანიას, ინფორმაციის მიღების მიზანი და პირები და/ან ორგანიზაციები, რომლებსაც აქვთ ამ მონაცემებზე წვდომის უფლება. შეისწავლეთ პერსონალური მონაცემების დაცვის საბჭოს სახელმწიფო რეესტრი, რომელიც ღიად არის ხელმისაწვდომი.

3 რა მიზნებისთვის იყენებს თქვენს მონაცემებს კომპანია FrieslandCampina?

დებულება კონფიდენციალურობის შესახებ და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესები   ითვალისწინებენ იმ მიზნების აღწერას, რისთვისაც FrieslandCampina კომპანიას შეუძლია თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენება. ჩვენ გაცნობებთ თქვენი პერსონალური ინფორმაციის გამოყენების მიზნისა და ამ მიზნისთვის ასეთი ინფორმაციის შენახვის დადგენილი ვადების შესახებ.

3.1 ვებ-გვერდის და აპლიკაციის გამართულად მუშაობის გარანტია

რა მიზნები გვამოძრავებს?

ვებ-გვერდის და აპლიკაციის მიზანი არის პედაგოგიური, საგანმანათლებლო და სასარგებლო ინფორმაციის და ბავშვთა აღზრდის შესახებ პირადი გამოცდილების გაზიარება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ გამოცდილება არის საუკეთესო მასწავლებელი და გვინდა ამ გამოცდილების დიდი რაოდენობის სხვა დედებთან გაზიარებაში შეგიწყოთ ხელი.

ჩვენი ვებ-გვერდის ან აპლიკაციის მონახულების დროს, ჩვენი ადმინისტრატორები ამუშავებენ თქვენს მიერ ვებ-გვერდის და აპლიკაციის მონახულებასთან დაკავშირებული ტექნიკური ინფორმაციის გარკვეულ მოცულობას. ეს აუცილებელია ვებ-გვერდის ან აპლიკაციის შეუფერხებელი მუშაობის უზრუნველყოფისთვის. ადმინისტრატორები იყენებენ ტექნიკურ ინფორმაციას ვებ-გვერდის და აპლიკაციის მუშაობის სამართავად, მაგალითად, ტექნიკური გაუმართაობების აღმოსაფხვრელად, ან ვებ-გვერდის ან აპლიკაციის გარკვეულ განყოფილებებთან წვდომის გასაუმჯობესებლად. ეს ზომები ჩვენ საშუალებას გვაძლევენ დავრწმუნდეთ იმაში, რომ თქვენ შეძლებთ სწრაფად და ადვილად მოძებნოთ ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე. თქვენი ნებართვით და ანალიტიკური მიზნებისთვის ვებ-გვერდზე მუშაობის დროს ჩვენ ვიყენებთ Google Analytics ანალიტიკური სერვისის „cookies“ ფაილებს ან App Google Analytics ანალიტიკური სერვისის „cookies“ ფაილებს აპლიკაციაში მუშაობის დროს [მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია Google Analytics ანალიტიკური სერვისის შესახებ].

რომელ მონაცემებს ვიყენებთ ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვიყენებთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა თქვენი კომპიუტერის, პლანშეტური მოწყობილობის ან სმარტფონის IP-მისამართი და MAC-მისამართი, მონაცემებს თქვენი კომპიუტერის, პლანშეტური მოწყობილობის ან სმარტოფნის ოპერაციული სისტემის, თქვენს მიერ გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის შესახებ, ვებ-გვერდის განყოფილებების ან აპლიკაციის შესახებ, რომლებშიც თქვენ შედიხართ მონახულების ან სესიის დროს. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს Facebook-ის ქსელში თქვენი პირადი გვერდის დამახსოვრების ფუნქცია.

ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი აპლიკაციისთვის ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ Google Analytics ანალიტიკური სერვისისა და Google App Analytics ანალიტიკური სერვისის “cookie” ფაილებს და მხოლოდ თქვენგან შესაბამისი თანხმობის მიღების შემდეგ. [Google Analytics ანალიტიკური სერვისის “cookie” ფაილების შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ]

რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს მონაცემებს ამ მიზნისთვის?

მონაცემები, რომლებიც მიღებულია და შეყვანილია ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით, ინახება ექვსი თვის განმავლობაში. ექვსი თვის შემდეგ ხორციელდება მონაცემების განადგურება.

ანალოგიურად, მონაცემები, რომლებიც მიღებულია და შეყვანილია ჩვენი აპლიკაციის მეშვეობით, ინახება აპლიკაციის გამოყენებიდან ექვსი თვის განმავლობაში.

[Google Analytics ანალიტიკური სერვისის ინფორმაციის შენახვის პერიოდის შესახებ ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ აქ] 

3.2 როგორ გააზიაროთ თქვენი Friso მომენტები

რისთვის არის ეს საჭირო?

ჩვენი აპლიკაციის გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ ფოტოსურათების ან ვიდეორგოლების გაცვლა “Share your own Moments” /გააზიარეთ თქვენი ბედნიერი მომენტები/ სერვისის გამოყენებით.

თუ თქვენ გსურთ გააზიაროთ თქვენი ფოტოსურათები ან ვიდეორგოლები, ჩვენ ავტომატურად შევქმნით ტეგს, რომლითაც თქვენი ფოტოსურათები ან ვიდეორგოლები გამოქვეყნებული იქნება Facebook-ის სოციალურ ქსელში Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia გვერდის ახალი ამბების ზოლში. ტეგი გადასცემს ინფორმაციას იმ მოქმედების შესახებ, რომელთანაც დაკავშირებულია მოცემული ფოტოსურათი ან ვიდეორგოლი (მაგალითად, “მომხმარებელმა შექმნა თავისი ბედნიერი წუთები აუდიომეტრიული აპლიკაციის დახმარებით” და ა.შ.).

თუ თქვენ გსურთ ფოტოსურათების ან ვიდეორგოლების გაზიარება, ისინი ერთდროულად განთავსდება Facebook-ის სოციალურ ქსელში თქვენი გვერდის ახალი ამბების ზოლში. ამისთვის საჭიროა შეხვიდეთ Facebook-ის სოციალურ ქსელში თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერით. აღნიშნული სახის მონაცემების დამუშავება ხორციელდება Facebook-ის სოციალური ქსელის შესაბამიისი წესების დაცვით. წესებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

გარდა ამისა, ჩვენ ვიყენებთ ფოტოსურათებსა და ვიდეორგოლებს, რომლებიც გაზიარებულია თქვენს მიერ Facebook-ის სოციალურ ქსელში Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia გვერდზე, Facebook-ის სოციალურ ქსელში Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia გვერდზე “ტოპ პოსტების” (შემმუშავებლები ჩვენი Facebook გვერდის ზედა ნაწილში) და გაზიარებული მომენტების [ვებ-გვერდზე და] აპლიკაციაში გულშემატკივართა MomentosFriso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia გვერდზე ჩვენებისთვის.

არსებობს იმის ალბათობა, რომ თქვენი ფოტოსურათები და ვიდეორგოლები გამოყენებული იქნება FrieslandCampina ვებ-გვერდის შიდა მიზნებისთვის, მაგალითად, პრეზენტაციების მომზადებისთვის. ამასთანავე, თქვენი პერსონალური მონაცემები გამჟღავნებას არ ექვემდებარება.

დაბოლოს, ვიდეორგოლები, რომლებსაც თქვენ აქვეყნებთ Facebook-ის სოციალურ ქსელში ჩვენი ვებ-გვერდის ან აპლიკაციის მეშვეობით, შესაძლოა განთავსდეს YouTube-ის არხის Friso Azerbaijan, Georgia, Estonia, Lithuania, Latvia გვერდზე.

რომელ მონაცემებს ვიყენებთ ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვიყენებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ თავად გახადეთ ხელმისაწვდომი, მაგალითად, ფოტოსურათები, ვიდეორგოლები და კომენტარები. არსებობს იმის ალბათობა, რომ Facebook-ის სოციალური ქსელის მეშვეობით ჩვენ მივიღებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მაგალითად, თქვენს (მომხმარებლის) სახელს, თქვენი სააღრიცხვო ჩანაწერის ფოტოსურათს, ინფორმაციას თქვენი საცხოვრებელი ადგილის შესახებ, თქვენს ელექტრონულ მისამართსა და სქესს.

რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს მონაცემებს ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, ფოტოსურათებსა და ვიდეორგოლებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის და/ან აპლიკაციის ბოლო მონახულებიდან ერთი წლის განმავლობაში.

3.3 გეომონაცემები

რისთვის არის ეს საჭირო?

თქვენს სმარტფონში ან პლანშეტურ მოწყობილობაში აპლიკაციის გახსნისას – და ამ მოქმედების განსახორციელებლად თქვენგან მხოლოდ ერთმნიშვნელოვანი თანხმობის მიღების შემდეგ – კომპანიას FrieslandCampina შეუძლია თქვენი გეომონაცემების გამოყენება. ეს მონაცემები კომპანიას FrieslandCampina სჭირდება ანალიტიკური მიზნებისთვის და ასევე აპლიკაციის მუშაობის გაუმჯობესების მიზნებისთვის.

თუ თქვენ არ გსურთ, რომ FrieslandCampina კომპანიამ გამოიყენოს თქვენი გეომონაცემები (გააგრძელოს მათი გამოყენება), თქვენ შეგიძლიათ უარი თქვათ ამ ოპციაზე აპლიკაციის დაყენების დროს.

რომელ მონაცემებს ვიყენებთ ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას თქვენი ადგილმდებარეობის შესახებ, რომელსაც ვიღებთ თქვენი სმარტფონიდან/პლანშეტური მოწყობილობიდან (და ბრაუზერიდან).

რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს მონაცემებს ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენს მიერ აპლიკაციის ბოლო მონახულებიდან მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში.

3.4 იმისთვის, რომ გვქონდეს თქვენს შეკითხვებზე პასუხისა და თქვენგან მიღებული ჩივილების მოგვარების საშუალება

რისთვის არის ეს საჭირო?

როდესაც თქვენ დასვამთ შეკითხვას ან გააგზავნით ჩივილს, ან მიმართავთ FrieslandCampina კომპანიის კლიენტებთან მუშაობის განყოფილებას ტელეფონით, ელექტრონული წერილით, სოციალური ქსელების მეშვეობით ან პოსტის სახით, ჩვენ შესაძლოა მოვითხოვოთ თქვენი საკონტაქტო მონაცემები, რომ დავამუშავოთ თქვენი შეკითხვა ან მოვაგვაროთ თქვენი ჩივილი. ჩვენ ვიყენებთ მონაცემებს მხოლოდ აღნიშნული მიზნებისთვის, ამასთანავე, FrieslandCampina კომპანიის თანამშრომლისთვის, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი შეკითხვის ან ჩივილის დამუშავებისთვის, თქვენი მონაცემები არასდროს არ იქნება ხელმისაწვდომი.

რომელ მონაცემებს ვიყენებთ ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვარეგისტრირებთ თქვენს შეკითხვას ან ჩივილს კლიენტებთან მუშაობის განყოფილების მონაცემთა ბაზაში. ჩვენ შესაძლოა დამატებით მოვითხოვოთ თქვენი საკონტაქტო მოანცემები, მაგალითად, სახელი, მისამართი, საცხოვრებელი ქალაქი, თქვენი ტელეფონის ნომერი და/ან ელექტრონული მისამართი და სხვა პირადი მონაცემები, რომლებიც საჭიროა თქვენს შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ან თქვენი ჩივილის დაკმაყოფილებისთვის.

რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს მონაცემებს ამ მიზნისთვის?

თქვენი პერსონალური მონაცემები ინახება ორი თვის განმავლობაში. ორწლიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ხორციელდება თქვენი პერსონალური მონაცემების განადგურება. 

3.5 სტატისტიკური ანალიზი

რისთვის არის ეს საჭირო?

სტატისტიკური ანალიზის დახმარებით კომპანია FrieslandCampina ახორციელებს ბაზრის ტენდენციების შესწავლას. მონაცემები, რომლებიც მიღებულია ანალიტიკური მუშაობის მსვლელობისას, გამოიყენება ჩვენი კომპანიის არსებული პროდუქტების ეფექტიანობის შეფასებისთვის და ახალი შემუშავებების გამოჩენისას ასორტიმენტისა და მარკეტინგული პოლიტიკის კორექტირებისთვის. მონაცემთა ანალიზს ახორციელებენ ისეთი კომპანიები, როგორებიცაა FrieslandCampina, BaaS და Crossclicks B.V. კვლევების შედეგების გამოქვეყნება ხორციელდება განზოგადებული ინფორმაციის სახით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კონკრეტული მომხმარებლების შესახებ მონაცემები არ მიეთითება.

რომელ მონაცემებს ვიყენებთ ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვიყენებთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენი ბრაუზერის მეშვეობით ვებ-გვერდის ან აპლიკაციის ჩატვირთვისას და ასევე თქვენ IP-მონაცემებს (მაგალითად, მონაცემები თქვენი კომპიუტერის ოპერაციული სისტემის, თქვენს მიერ გამოყენებული ინტერნეტ-ბრაუზერის შესახებ, მონაცემები თქვენს მიერ მანამდე/შემდგომში მონახულებული ვებ-გვერდების, მონახულებული გვერდებისა და მონახულების ან სესიის ხანგრძლივობის შესახებ). ეს ინფორმაცია გამოიყენება განზოგადებული სახით ანგარიშგების მიზნებისთვის.

რამდენი ხნით ვინახავთ თქვენს მონაცემებს ამ მიზნისთვის?

ჩვენ ვინახავთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენს მიერ ვებ-გვერდის ან აპლიკაციის ბოლო მონახულებიდან ერთი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ ხორციელდება თქვენი მონაცემების განადგურება.

4 „cookies“ რომელ ფაილებს იყენებს კომპანია FrieslandCampina?

კომპანია FrieslandCampina იყენებს Google Analytics ანალიტიკური სერვისის „cookies“ ფაილებს, და მხოლოდ თქვენგან წინასწარი თანხმობის მიღების შემთხვევაში.

„Cookies“ ფაილები წარმოადგენენ პატარა ტექსტურ ფაილებს, რომლებიც ინტერნეტ-ბრაუზერის მეშვეობით თქვენს კომპიუტერში ავტომატურად ინახება.
„Cookies“ ფაილების გამოყენება შეიძლება ვებ-გვერდის გამოყენებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებისთვის, მაგალითად, მომხმარებლის მეირ მონახული გვერდების სანახავად ან ყოველი სესიის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

Google Analytics არის Google Inc. კომპანიის (შემდგომში „კომპანია Google“) ანალიტიკური სერვისი. Google Analytics იყენებს „cookies“ ფაილებს, რომლებიც იმის გარკვევის საშუალებას იძლევიან, თუ მომხმარებელი ვებ-გვერდით როგორ სარგებლობს. კომპანია Google იყენებს შეჯამებულ სტატისტიკურ მონაცემებს იმისთვის, რომ FrieslandCampina კომპანიამ მიიღოს წარმოდგენა იმის შესახებ, თუ მომხმარებლები ვებ-გვერდით როგორ სარგებლობენ. Google კომპანიას ამ მონაცემების მესამე პირებისთვის გადაცემა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი კანონის ძალით არის ვალდებული მიაწოდოს ინფორმაცია, ან იმ შემთხვევაში, თუ ეს მესამე პირები მონაცემების დამუშავებით უშუალოდ Google კომპანიის დავალებით არიან დაკავებულნი. Google Analytics ანალიტიკური სერვისის შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

თუ თქვენ არ იძლევით თანხმობას „cookies“ ფაილების შენახვაზე, ეს ფაილები ბლოკირდება.

5 სოციალური ქსელების პლაგინები

გააზიარეთ ვებ-გვერდი სოციალური ქსელების მეშვეობით

თუ თქვენ გადაწყვიტეთ ვებ-გვერდის გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით, მაგალითად, ისეთი, როგორებიცაა YouTube, Pinterest, Instagram, Facebook და/ან Twitter, სოციალური ქსელების პლაგინების გამოყენებით, თქვენი პირადი მონაცემები (ისეთი, როგორიცაა თქვენი სახელი და ინფორმაცია ჩვენს პროდუქციაში დაინტერესებულობის შესახებ) სოციალურ ქსელში თქვენი გვერდის ყველა მნახველისთვის იქნება ხილვადი. სოციალური ქსელების ვებ-გვერდების გამოყენება რეგულირდება გარკვეული სოციალური ქსელის ვებ-გვერდის პირობებით (მათ შორის, დებულებით კონფიდენციალურობის შესახებ). ჩვენი კომპანიის დებულება კონფიდენციალურობის შესახებ და „cookie„ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესები ამ სოციალური ქსელების ვებ-გვერდებზე არ ვრცელდება.

ჩვენი გვერდები სოციალურ ქსელებში

ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ გვერდებს სხვადასხვა სოციალურ ქსელებში, მათ შორის Twitter, Pinterest, YouTube და Facebook.

როდესაც თქვენ ჩვენთან ურთიერთმოქმედებთ სოციალურ ქსელებში ჩვენი გვერდების მეშვეობით (მაგალითად, განათავსებთ კომენტარს, ტვირთავთ ფაილებს, აგზავნით პირად შეტყობინებებს ან „like“ ღილაკზე დაჭერით ხდებით ფოლოვერი), ჩვენ შეგვიძლია თქვენი პირადი მონაცემების (მაგალითად, სახელი (მომხმარებლის), თქვენი პროფილის ფოტოსურათი, თქვენი საცხოვრებელი ადგილი, თქვენი ელექტრონული მისამართი ან სქესი) მიღება. კომპანია FrieslandCampina გირჩევთ ყურადღებით შეისწავლოთ სოციალური ქსელის დებულება კონფიდენციალურობის შესახებ, სარგებლობის წესები და სხვა დოკუმენტები. ამ დოკუმენტების შინაარსი შეიძლება განსხვავდებოდეს FrieslandCampina კომპანიის კონფიდენციალურობის შესახებ დებულებისა და „cookie“ ფაილებთან მიმართებაში არსებული წესებისგან.

6 რომელ მესამე პირებს აქვთ წვდომა თქვენს მონაცემებთან?

კომპანია FrieslandCampina სერვისების მუშაობის და საქმიანობის სხვა სახეობების განხორციელების მიზნით მესამე პირების ჩართვას ახორციელებს. თუ მესამე პირებს აქვთ წვდომა თქვენს მონაცემებთან, ისინი თქვენს მონაცემებთან მუშობას ახორციელებენ FrieslandCampina კომპანიისგან მიღებული მითითებების შესაბამისად, ამასთანავე, FrieslandCampina კომპანიის მიერ მიღებულია მთელი რიგი ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელთა ამოცანა არის თქვენი მონაცემების მიზნობრივი გამოყენების უზრუნველყოფა. პირადი ინფორმაცია ზედამხედველობის ორგანიზაციებისთვის, საგადასახადო უწყებებისთვის და/ან საგამომძიებლო ორგანოებისთვის გადაცემას ექვემდებარება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანია FrieslandCampina ვალდებულია შეატყობინოს ამ მონაცემების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. გარდა ამისა, თქვენი პირადი მონაცემები შეიძლება გადაეცეს ევროპის ეკონომიკური გაერთიანების ფარგლებს გარეთ ქვეყნებში მყოფ მიმღებს. ასეთ შემთხვევებში კომპანია FrieslandCampina იღებს ვალდებულებას მიიღოს შესაბამისი და მიზანშეწონილი ზომები, რომელიც თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვაზე არის მიმართული.

7 როგორ ვახორციელებთ თქვენი მონაცემების დაცვას?

თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მუშაობის დროს კომპანია FrieslandCampina სიფრთხილის განსაკუთრებულ ზომებს იცავს. ჩვენს მიერ მიღებულია სხვადასხვა ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებები, რომელიც თვენი მონაცემების დაკარგვისგან ან არასანქცირებული გამოყენებისგან დაცვაზე არის მიმართული.

ჩვენი სისტემები და აპლიკაციები დაცულია ინფორმაციის დაცვის გამოყენებადი სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის გამოიყენება დაცული სერვერები, ბრანდმაუერები და კოდები, ასევე, დაცვის ქვეშ იმყოფება ინფორმაციის შენახვის ნებისმიერი ადგილი.  

8 მოთხოვნები შესწავლაზე, შესწორებების შეტანაზე ან წაშლაზე

წერილობითი ფორმით

თქვენ გაქვთ უფლება შეისწავლოთ FrieslandCampina კომპანიის მიერ მიღებული თქვენი მონაცემები, ასევე შეიტანოთ შესწორებები ან წაშალოთ ეს მონაცემები.

ეს შეგიძლიათ განახორციელოთ შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნით, მოქმედი პირადობის მოწმობის ან ანალოგიური დოკუმენტის თანდართვით. თუ თქვენ გაქვთ გაგიჩნდათ რაიმე შეკითხვები ან ჩივილები, კონფიდენციალურობის შესახებ დებულებასთან ან “cookie” ფაილებთან მიმართებაში არსებულ წესებთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ სამუშაო დღეებში შემდეგ ტელეფონზე: 0031 33 713 33 33.

 

ჩვენ ვიყენებთ ქუქებს, რათა მოვახდინოთ ჩვენს საიტზე თქვენი გამოცდილების პერსონალიზება და გაუმჯობესება. მეტის გასაგებად ან Cookie Consent Tool_ში თქვენი პერსონალური უპირატესობების სამართავად ეწვიეთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.