Skip to main content
Your child and natural body resistance

6 თვის ასაკიდან - ბავშვის განვითარება

კოგნიტური განვითარება
– 4-7 თვემდე ასაკში ბავშვი აღიქვამს თავის სახელს. დაძახებისას რეაგირებს და აბრუნებს თავს. იგი რეაგირებს ხმის ტემბრსა და ტონალობაზე, გპასუხობთ ან ხალისიანად ან ტირის. ამ პერიოდისათვის დამახასიათებელია უცხო ადამიანებისაგან განცალკევების სურვილი.
– 8-12 თვემდე ასაკის ბავშვი იწყებს მარტივი დავალებების აღქმას, აკრძალვებზე რეაგირებას, დასტურის და უარყოფის დიფერენციაციას.

მოტორული განვითარება:
– 6-8 თვემდე ბავშვი სწავლობს ჯდომას, კისრის მყარად ფიქსაციას, ბალანსს, კოორდინირებას.
– 8 თვის ასაკში ცდილობს ადგომას,გავლას,ცოცვას.ხელის მოკიდებისას შეუძლია სიარული.
– 9-10 თვისათვის შეუძლია მყარად დგომა მაგიდასთან,კედელთან,სავარძელთან მოჭიდების საშუალებით.სწავლობს დაჯდომას დგომის შემდეგ.
– 11 თვის ასაკში პატარას შეუძლია დამოუკიდებლად დგომა რამდენიმე წამის განმავლობაში.
– 11-14 თვემდე პერიოდში თქვენი პატარა პირველ ნაბიჯებს დგამს!

სოციალური განვითარება:
– 6-9 თვემდე ასაკის ბავშვს ურჩევნია ნაცნობების გარემოცვაში ყოფნა. უცხო გარემოში ღიზიანდება და გამოხატავს აგრესიას. ამ პერიოდში ბავშვები ყურადღებას იჩენენ სხვა პატარების მიმართ.
– 10-12 თვისათვის პატარა სიამოვნებას იღებს თამაშისაგან და სიამოვნებს პატარების გარემოცვაში ყოფნა,ბაძავს მათ.