Skip to main content
1539_44_SF - Copy

ახალშობილი და მისი მოვლა

უზომოდ სასიამოვნოა ბავშვის გვერდით წოლა

  • დედასა და შვილს შორის მთავარი ურთიერთგაგებაა
  • ხშირად მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, მოეალერსეთ ბავშვს, ეს დაგეხმარებათ უკეთ გაუგოთ ერთმანეთს.
  • როდესაც თქვენ განიცდით და გამოხატავთ სიყვარულსა და სითბოს ბავშვის მიმართ,იგი მშვიდდება და უდიდეს სიამოვნებას განიცდის.

როგორ ვაბანაოთ პირველად ??

  • შეეცადეთ პატარა ყოველდღიურად აბანაოთ, თუმცა პირველ კვირაში საპნის გამოყენება სავალდებულო არ არის. კარგად დაბანეთ სასქესო ორგანოები, სახე და ყურები.
  • შეინარჩუნეთ სააბაზანო და წყალი თბილ მდგომარეობაში
  • ძლიერი დასაბანი საშუალებების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილის კანის გაღიზიანება. შეიძინეთ სპეციალური ჰიპოალერგიული თეთრეული, რომელიც განკუთვნილია სენსიტიური ბავშვებისთვის, გამოიყენეთ საპონი, რომლის рН მაჩვენებელი შეესაბამება ამ ასაკისათვის განკუთვნილ ნორმებს.
  • ფრთხილად აბანავეთ ბავშვი. თავდაპირველად დაიხმარეთ მშობელი, დაიჭირეთ კარგად და ყურადღებით ადევნეთ თვალი მის მოძრაობებს.

უსაფრთხოების ზომები აბაზანის მიღებისას

  • არ დატოვოთ ბავშვი უყურადღებოდ. შეეცადეთ არ უპასუხოთ ზარებს ამ პერიოდში, რათა არ გაგეფანტოთ ყურადღება.
  • გაავსეთ აბაზანა წყლით და მხოლოდ შემდეგ ჩასვით ბავშვი წყალში.

როგორ ვაბანაოთ ბავშვი

  • დაიბანეთ ხელები. შეაგროვეთ ყველა ის ნივთი, რომელიც გჭირდებათ აბაზანისათვის.
  • გაავსეთ აბაზანა თბილი წყლით, ჩაასხით მასში რამდენიმე წვეთი დასაბანი ლოსიონი, ან გვირილის ნაყენი
  • გადაიყვანეთ ბავშვი სააბაზანოში და გახადეთ ტანსაცმელი
  • ნელნელა ჩასვით ბავშვი აბაზანაში, კარგად დაუჭირეთ თავი და კისერი.
  • ბავშვი დაბანეთ თავიდან ბოლომდე, ორივე მხრიდან. ბამბით გაუწმინდეთ სახე, თვალები , ყურის ნიჟარები .
  • ბავშვის აბაზანიდან ამოყვანისსას, გახსოვდეთ, რომ ბავშვის ტანი სველ მდგომარეობაში ძალიან სრიალაა და მოძრავი
  • გაახვიეთ ბავშვი პირსახოცში, სასურველია ქუდიანი პირსახოცის გამოყენება. გაამშრალეთ კარგად  და დააწვინეთ სახვევზე. კიდევ ერთხელ გაამშრალეთ დამატებითი პირსახოცით, შეაზილეთ კრემი ან ლოსიონი.

საფენის გამოცვლა

  • რეგულარულად გამოუცვალეთ ბავშვს საფენი. რათა არ შეაწუხოს სისველემ და გამონაყარმა.
  • გამოიყენეთ ბამბის საფენი, ნატურალური ქსოვილით, მანჟეტებით და კომფორტული შესაკრავებით

სამედიცინო გამოკვლევები

    დაბადებისას აუცილებელია ბავშვს ჩაუტარდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა, რათა დარწმუნდეთ, რომ ის ჯანმრთელია და დაგეგმოთ პროფლაქტიკური აცრები და ექიმთან ვიზიტი.

APGAR შკალა – ახალშობილის ჯანმრთელობის შესამოწმებელი უადვილესი მეთოდი,  რომელიც დაფუძნებულია შემდეგ კრიტერიუმებზე: კანის ფერის შეფერილობა, გულის რითმი, რეფლექსები, კუნთთა ტონუსი და სუნთქვის სიხშირე.

  • აპგარის შკალით 8-10 ქულა ნორმალურად და ჯანმრთელად ითვლება
  • 5-7 ქულის მქონენი საშუალო სიმძმის ასფიქსიას განიცდიან და მსუბუქ რეანიმაციულ ჩარევას საჭიროებენ
  • 5 ქულაზე ნაკლები მძიმე ასფიქსიად ითვლება და აუცილებელია სწრაფი და ოპერატიული რეანიმაცია

ახალშობილთა სკრინინგი  ფენილკეტონურიაზე – ახალშობილთა სკრინინგი ყველა ახალშობილს უტარდება დაბადებისთანავე, ამ მეთოდით ხდება ბავშვის სისხლის შემოწმება ფენილკეტონურიაზე.