Skip to main content
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი ჩვილისათვის! სრულყოფილი ნუტრიციული კვება უმნიშვნელოვანესია ზრდა–განვითარებისათვის. ხელოვნური კვების შემატება(დამატება)რეკომენდირებულია მხოლოდ დედის რძის არარსებობის ან ნაკლებობის დროს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან, მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია და მომზადების წესები.
thumb-Vi-sao-an-uong-co-GI-thap-co-loi-cho-me-bau

სწორი კვება თქვენი ჯანმრთელობის საწინდარია

პრაქტიკულად ყველა ქალი გრძნობს დისკომფორტს ორსულობის დროს. ამ პერიოდში მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეუღლის მხარდაჭერა და გვერდში დგომა. მეუღლეებო, შეეცადეთ იყოთ გამგები და მომთმენი, ხშირად გაუღიმეთ მას და ყურადღებას ნუ მიაქცევთ ხასიათის ხშირ და მკვეთრ ცვლილებებს.

პირველი ტრიმესტრი (ჩასახვიდან  მე–12 გესტაციურ კვირამდე)

პირველი ტრიმესტრის განმავლობაში ნაყოფი განსაკუთრებით სწრაფად ვითარდება, რამდენიმე უჯრედი გარდაიქმნება ემბრიონად, ხოლო შემდეგ ნაყოფად ფორმულირდება, რომელიც ძალიან ჰგავს ადამიანს: აქვს თვალები, ყურები, თითები, ფეხები, შინაგანი ორგანოები და გენიტალიები. უეცარი ჰორმონალური ცვლილება და ნაყოფის სწრაფი ზრდა დედის დისკომფორტის მთავარი მიზეზია. ორსულობის პირველი ტრიმესტრის ტოქსიკოზი გამოიხატება გულისრევით, გულძმარვით, გემოს გაუკუღმართებით, თავბრუსხვევითა და დაღლილობით.

ორსულთა ტოქსიკოზის დაძლევაში დაგეხმარებათ საკვების ზომიერი მიღება, იკვებეთ ხშირად და მცირე ულუფებით, ეცადეთ რაციონი გაიმდიდროთ საკვები ბოჭკოების შემცველი პროდუქტით, ხილით და ბოსტნეულით. მოერიდეთ ცხიმიან და ცხარე კერძებს, არ მიიღოთ ალკოჰოლი, უარი თქვით მავნე ჩვევებზე და აკონტროლეთ კოფეინის მიღება.

მეორე ტრიმესტრი (მე–13 კვირიდან 28-ე კვირამდე)

მეორე ტრიმესტრი წინა პერიოდთან შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს. ამ დროს ფორმირდება ნაყოფის კუნთოვანი ქსოვილი, ნერვული და გულსისხლძარღვთა სისტემა. თქვენ შეგიმსუბუქდებათ გულისრევის და დაღლილობის შეგრძნება.

მესამე ტრიმესტრი  (29-ე კვირიდან მე-40 კვირამდე)

მესამე ტრიმესტრის დასაწყისისათვის ნაყოფის ორგანოები უკვე ფორმირებულია და სრულოფილად მუშაობს. ბავშვი იზრდება და ზეწოლას ახდენს შინაგან ორგანოებზე , ორსული ხშირად გრძნობს სუნთქვის გაძნელებას, გახშირებულ შარდვას, მომატებულ მადას.

მთავარი კი ისაა, რომ ორსულობის პერიოდში არ უნდა მოაკლოთ მეუღლეს ალერსი და სიყვარული. ბავშვი, რომელიც სიყვარულით იბადება, თავადაც ლაღი და ალერსიანია.

ჩვენ ვიყენებთ ქუქებს, რათა მოვახდინოთ ჩვენს საიტზე თქვენი გამოცდილების პერსონალიზება და გაუმჯობესება. მეტის გასაგებად ან Cookie Consent Tool_ში თქვენი პერსონალური უპირატესობების სამართავად ეწვიეთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.