Skip to main content
მნიშვნელოვანი შეტყობინება
ძუძუთი კვება საუკეთესოა თქვენი ჩვილისათვის! სრულყოფილი ნუტრიციული კვება უმნიშვნელოვანესია ზრდა–განვითარებისათვის. ხელოვნური კვების შემატება(დამატება)რეკომენდირებულია მხოლოდ დედის რძის არარსებობის ან ნაკლებობის დროს. აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს პედიატრთან, მკაცრად დაიცავით ინსტრუქცია და მომზადების წესები.
colic

მუცლის ტკივილი და მისი მკურნალობის მეთოდები

მუცლის ტკივილი, ანუ კოლიკა, საკმაოდ დიდი პრობლემაა ბავშვთა ასაკში. ტკივილები უმეტესად იწყება  2-3 კვირის ასაკიდან  და პიკს აღწევს 6 კვირის პერიოდისათვის, შემდგომ ნელნელა ქრება  მუცლის პრესის გამაგრების და ნაწლავთა მოქმედების გაუმჯობესების გამო.

კოლიკის ეტიოლოგია

  • ექიმების აზრით, კოლიკების მთავარი მიზეზი კუჭნაწლავის და ნერვული სისტემის უმწიფრობაა. ნაწლავური მიკროფლორის არასაკმარისი ან არაჯანსაღი კოლონიზაცია, მუცლის პრესის სისუსტე, არასწორი კვების ტექნიკა.
  • ასევე ფიქრობენ, რომ კოლიკების მაღალი მაჩვენებელი აღინიშნება ბავშვებში, რომელთა მშობლებიც ორსულობის პერიოდში აქტიური ან პასიური თამბაქოს მომხმარებლები გახლდნენ.

კოლიკის მკურნალობა

  • დაიმახსოვრეთ! კოლიკა არ არის ჯანმრთელობისათვის საშიში, სახიფათო პრობლემა და უმეტეს შემთხვევაში იგი თვითგანკურნებადია.
  • დაამშვიდეთ ბავშვი ნაზად, ჩაეხუტეთ და რითმული მოძრაობით არწიეთ. სასურველია, მიაღებინოთ ისეთი პოზა, რომ სხეული თქვენი ხელის მტევანს ნაზად აწვებოდეს და ამასაჟებდეს მუცელს. მიაღებინეთ თბილი აბაზანა, დააადეთ თბილი სათბური, გაუკეთეთ მუცლის პრესის მსუბუქი მასაჟი.
  • არ სცადოთ შეცვალოთ საკვები თქვენი ინიციატივით, თუკი ბავშვი ხელოვნური კვებით იკვებება. ძუძუთი კვების შემთხვევაში დაიცავით დიეტა და ამოიღეთ რაციონიდან ის პროდუქტები, რომლებიც გაზების დაგროვებას ან კუჭნბაწლავის პრობლემებს იწვევს.
  • თუკი თქვენს ბავშვს კოლიკასთან ერთად აღენიშნება წამოქაფება, წონის დეფიციტი ან ტემპერატურული ცვლილება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

ჩვენ ვიყენებთ ქუქებს, რათა მოვახდინოთ ჩვენს საიტზე თქვენი გამოცდილების პერსონალიზება და გაუმჯობესება. მეტის გასაგებად ან Cookie Consent Tool_ში თქვენი პერსონალური უპირატესობების სამართავად ეწვიეთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას.