Skip to main content
Should pregnant mothers watch TV

III ტრიმესტრი - რჩევები დედებს

ვენების ვარიკოზული გაგანიერების პრევენცია

ორსულობის მეორე ტრიმესტრიდან მომატებული წონის გამო მნიშვნელოვნად იზრდება ვენების ვარიკოზული გაგანიერების რისკი.შეეცადეთ ხშირად დაისვენოთ, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე,ატარეთ სპეციალური წინდები.

მუდმივად იკონტაქტეთ პატარასთან

თქვენს პატარას უკვე კარგად განვითარებული სმენა აქვს,ამიტომ ამ პერიოდისათვის მნიშვნელოვანია მასთან მუდმივად დაამყაროთ ხმოვანი კავშირი.თქვენ შეგიძლიათ ესაუბროთ მას,უმღეროთ,მოასმენინოთ კლასიკური მუსიკა.მოეფერეთ საკუთარ მუცელს,ის ამას აუცილებლად იგრძნობს

მკერდის მოვლა

გესტაციის 33–ე კვირაზე ჰორმონალური ცვლილებების გამო თქვენი მკერდიდან შეიძლება გამოიყოს პირველადი რძე ანუ ხსენი. თუ გამონადენი შეგაწუხებთ კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან.

სტრიებისაგან დაცვა

თქვენი პატარა დღითიდღე იზრდება,პარალელურად გეზრდებათ მუცელიც,იჭიმება კანი,როგორც მუცელზე , ასევე თეძოებსა და მკერდზე.იმისათვის რომ აიცილოთ თავიდან სტრიების წარმოქმნა,სასურველია ყოველდღიურად მითითებულ სენსიტიურ ადგილებში დაიტანოთ ზეითუნის ზეთი ან კრემი.