Skip to main content
Nutritional and Breast Feeding Tips

რჩევები ახალშობილის კვების შესახებ

გახსოვდეთ! დედის რძე საუკეთესოა თქვენი პატარასათვის!

  • დედის რძე ოპტიმალურია ყველა ბავშვისათვის, ადვილად აითვისება და არ იწვევს ალერგიას
  • დედის რძეს აქვს დამცავი ფუნქცია, ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, იცავს პატარას სხვადასხვა ტიპის დაავადებებისაგან
  • დედის რძე არ მოითხოვს გამზადებას, მიეწოდება იმ რაოდენობით და იმ ტემპერატურით , რასაც საჭიროებს ბავშვის ორგანიზმი
  • დადგენილია, რომ ბავშვები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან, გაცილებით ნაკლებად ავადობენ სასუნთქი და გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებებით.
  • ძუძუთი კვების კალორიული წვა დღეღამეში 500 კკალორიას შეადგენს, ეს დაგეხმარებათ აღიდგინოთ თქვენი წონა ორსულობამდე!

როგორ ვკვებოთ ბავშვი ეფექტურად ძუძითი კვების დროს!

  • აუცილებლად შეეცადეთ გამოკვებოთ ბავშვი ძუძუთი დაბადების პირველივე საათებში
  • მნიშვნელოვანია, რომ ბავშვი თქვენს გვერდით იყოს საძინებელში, რათა მისი გამოკვება დროულად და ეფექტურად შეძლოთ
  • შეადგინეთ ოპტიმალური რაციონი, რათა შეძლოთ ხანგრძლივი კვება ზედმეტი პრობლემების გარეშე
  • შეზღუდეთ კოფეინის შემცველი პროდუქტები, კოფეინი იწვევს თავის ტვინის აგზნებას და შეიძლება გახდეს ბავშვის გაღიზიანებადობისა და მოუსვენრობის მიზეზი.
  • იკვებეთ კარგად და დაისვენეთ ხშირად

პრობლემები,რომლებიც თავს იჩენს ძუძუთი კვების დროს

რძის არასაკმარისი რაოდენობა – იმისათვის რომ დარწმუნდეთ, საკმარისია თუ არა რძე თქვენი პატარასათვის, აკონტროლეთ ბავშვის წონა. იგი დღეში 14 გრამს უნდა იმატებდეს, თუ ეს მედოთიც თქვენთვის არაინფორმატიული იქნება, თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ გამომუშავებული რძის რაოდენობა და გამოიწუროთ რძე სპეციალური აპარატის საშუალებით.

 

როგორ გავზარდოთ ლაქტაცია

  • სასარგებლოა ყოველი კვების წინ მკერდზე თბილი სათბურის დადება.
  • ხშირად კვებეთ ბავშვი ძუძუთი, რაც მეტია კვების სიხშირე, მით უფრო ინტენსიურად გამომუშავდება რძის საკმარისი რაოდენობა.
  • გაიკეთეთ მკერდის მსუბუქი მასაჟები კვების დროს.
  • დაისვენეთ და მოდუნდით. არ ინერვიულოთ! ჩართეთ მეუღლე საოჯახო საქმეებში.

 

მტკივნეულობა არეოლის არეში – არეოლის ტკივილი გამოწვეულია უმეტესად არასწორი კვების ტექნიკით.

  • არ დაიბანოთ არეოლა საპნით
  • გამოიყენეთ ბამბის, მაღალი ხარისხის ბიუსტჰალტერი
  • კვების შემდეგ გაიშრეთ სისველე ჰაერთან შეხებით.
  • გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები
  • გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი კვების დროს
  • ძუძუთი კვება შეწყვიტეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ბავშვმა დაასრულა ჭამა.
  • დაიდეთ თბილი სათბური კვებამდე რამდენიმე წუთით ადრე.
  • გამოიყენეთ მხოლოდ ბამბის ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული ბიუსტჰალტერი
  • თუ თქვენ ვერ იგრძნობთ სიმპტომების შემსუბუქებას, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 

ზედმეტი რძის დაგროვება – ზედმეტი რძის შეგუბების პრობლემა ხშირია იმ შემთხვევაში, როდესაც დედას განსაკუთრებით ბევრი რძე აქვს, ან ბავშვი არ იკვებება აქტიურად.

როგორ ვუმკურნალოთ ზედმეტი  რძის დაგროვებას ?

  • მიიღეთ შხაპი კვების წინ, ეს გახსნის სადენებს და ხელს შეუწყობს სტაზური რძის გამოსვლას.
  • გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი კვების დროს
  • ატარეთ თავისუფალი და ბამბის ნატურალური ქსოვილისაგან დამზადებული ბიუსტჰალტერი
  • გაიკეთეთ კომბოსტოს ფოთლების სათბური 30 წთ–ის განმავლობაში.

სადინარების დახშობა – სადინარების დახშობა ზედმეტი რძის დაგროვებით განპირობებული პრობლემაა, რომლის დროსაც აღინიშნება მკერდში სიმკვრივე და ძლიერი ტკივილი.

როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

  • დაიდეთ თბილი სათბური დღეში რამდენჯერმე
  • დაისვენეთ და მოდუნდით
  • აწოვეთ ბავშვს ძუძუ, რაც შეიძლება ხშირად.
  • დაიმასაჟეთ მკერდი ნაზად კვების პროცესში.

 

ჩაბრუნებული და ბრტყელი არეოლა – ჩაბრუნებული ან ბრტყელი არეოლა თანდაყოლილი თავისებურებაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ძუძუთი კვების შეფერხება, თუმცა თუკი შეეცდებით, შესაძლოა მოახერხოთ ეფექტური კვების პროცესის განხორციელება.

რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ ძუძუთი კვების ეფექტურად განხორციელებაში:

  • მოუჭირეთ ძუძუს თავს საჩვენებელი და ცერა თითი, ასე თქვენი ბავშვი იოლად იპოვის მას და განახორციელებს წოვას.
  • ორსულობის მესამე ტრიმესტრიდან ატარეთ სპეციალური მკერდის საფენები, ისინი ხელს უწყობენ ძუძუს თავის კორექციას.

მასტიტი–მკერდის ინფექციური ანთებაა, რომელიც გამოიხატება მაღალი ტემპერატურით, ღებინებით, დაღლილობით, თავის ტკივილითა და გრიპის მსგავსი სიმპტომატიკით. შესაძლოა აღინიშნებოდეს მკერდის შესივება, გაწითლება და პასტოზურობა, გაჩნდეს ნახეთქები და სისხლმდენი წყლულები.

რჩევები მასტიტის დროს

  • დაისვენეთ და დამშვიდდით
  • მიიღეთ მეტი სითხე
  • აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან