Skip to main content
Overcome_digestive_problems_with_a_swim

რა უნდა იცოდეს თითოეულმა ქალმა წყლის აერობიკის შესახებ

წყლის აერობიკა ხელს უწყობს ნაყოფის თავის ტვინის განვითარებას

წყლის აერობიკის პროფესიონალური ასოციაციის მონაცემებით წყლის წინაღობა 12-15-ჯერ აღემატება ხმელეთზე არსებულ წინაღობას. ორსულებისათვის ხშირად ძალიან რთულია სხვადასხვა ტიპის სახმელეთო ვარჯიშების შესრულება გრავიტაციული ძალის მოქმედების გამო, გარდა ამისა, ყურადღება მისაქცევია დატვირთვის სიმძიმეზე, რათა არ მოხდეს სახსრების დაზიანება და ტრავმირება. ხმელეთზე ვარჯიშებისაგან განსხვავებით წყლის წინაღობის ხარჯზე ჰანტელებით შესრულებული ვარჯიშები გაცილებით ეფექტურია. წყალი აძლიერებს სხეულის კუნთოვან სისტემას სახსრების დატვირთვის გარეშე, გარდა ამისა, როდესაც თქვენი სხეული მკერდის დონემდეა წყალში ვარჯიშის დროს, გულის მუშაობის ეფექტურობა 27-30%-ით იზრდება, უმჯობესდება გულის კუნთის შეკუმშვის ხარისხი, ფილტვების მუშაობა და ცნს-ის აქტიურობაც მნიშვნელოვნად იზრდება.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ სპორტის ეს სახეობა საუკეთესო დატვირთვის საშუალებაა ორსულებისათვის. წყლის აერობიკა ხელს უწყობს ნაყოფის თავის ტვინის უჯრედების განვითარებას, ასფიქსიის თავიდან აცილებას და ჯანსაღი გულ-სისხლძარღვთა სისტემის ჩამოყალიბებას.

წყლის აერობიკა  სპორტის მოდური ტენდენციაა სხვადასხვა ქვეყანაში.

წყლის აერობიკის ინსტრუქტორმა გვიამბო, რომ სპორტის ეს სახეობა ევროპის მრავალ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რადგან წყლის ამომგდები ძალის წყალობით აერობიკის ამ სახეობას დიდი ძალისხმევა არ სჭირდება, შეიძლება გამოყენებულ იქნას ორსულობის მოგვიანებით ვადაშიც, ამავე დროს, წყლის აერობიკა ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის განვითარებას და ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებას.

სპორტული აქტივობის დადებითი მხარეები ორსულობის პერიოდში:

  1. ორსულობასთან დაკავშირებულ დისკომფორტს ეფექტურად მკურნალობს:
    წყლის აერობიკა, რომელიც ეფექტურად ავარჯიშებს მუცლის, ზურგის, მკერდის, ბარძაყის და კიდურების კუნთებს, ეხმარება ორსულებს წონის კონტროლში, აუმჯობესებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობას, მნიშვნელოვნად ამცირებს ორსულობის თანმდევ თავის ტკივილებს, წარმოადგენს სხვადასხვა დაავადების საუკეთესო პროფილაქტიკას.
  2. საუკეთესოა, თუკი თქვენ ცურვა შეგიძლიათ, მაგრამ წყლის აერობიკის ვარჯიშების დროს არ არის საჭირო წყალში ყვინთვა, ამიტომ თუკი ცურვა არ იცით, ეს არ შეგიქმნით პრობლემას ამ ვარჯიშით გატაცებაში.
  3. თუკი თქვენ ძლიერ ოფლიანობთ სპორტული ვარჯიშებისას, წყლის აერობიკა ამისთვისაც ფრიად მოსახერხებელია. ასეთი ტიპის ვარჯიშის დროს მომატებული ოფლიანობა დისკომფორტს არ შეგიქმნით.
  4. წყლის აერობიკის კომპლექსური ვარჯიშების დამახსოვრება ძალიან ადვილია: მოხრა წინ და უკან, ხელები ზემოთ, სიარული ხტუნვით, ფეხები წინ, ფეხები უკან, ვარჯიშები „ბაყაყი“ და სხვა.

შეეცადეთ ვარჯიშებზე მეგობართან ერთად იაროთ, ასე უსაფრთხოდ და საიმედოდ იგრძნობთ თავს.

ინსტრუქტორების რჩევით, თუკი ექიმი გინეკოლოგი თანახმაა, ნებისმიერ ორსულს შეუძლია დაკავდეს წყლის აერობიკით ორსულობის გვიან სტადიაზეც კი. წყლის  აერობიკა რეკომენდირებულია სტაბილური ორსულობის ნებისმიერ შემთხვევაში, თუკი ადგილი არა აქვს სანაყოფე წყლების ამღვრევას, სისხლდენას და ტკივილებს მუცლის არეში. მიუხედავად იმისა, რომ წყლის აერობიკის ყველა ვარჯიში უმარტივესია, მაინც ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ამ ვარჯიშების ინსტრუქტორის თანდასწრებით შესრულება. გახსოვდეთ, რომ თქვენი უსაფრთხოება ყველაზე მნიშვნელოვანია, ამიტომ სწორად შეარჩიეთ ადგილი, სადაც ვარჯიშების შესრულებას გადაწყვეტთ.

შეასრულეთ ვარჯიშები მხოლოდ ორსულთათვის შექმნილ ჯგუფებში

წყლის  აერობიკის ვარჯიშები ორსულთათვის სრულდება წყალში, რომლის ტემპერატურა 29-30°C, ეს ტემპერატურა ოპტიმალურია ორსულობის პერიოდისათვის, რადგან მაღალი ტემპერატურა იწვევს საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ხშირად მოშარდვის სურვილი.