Skip to main content
banner

ჩვენი წარმოება

შექმნილია ბუნებაში

 

nature_img18

ჩვენი წარმოება

ხელოვნური ნარევის მაღალ ხარისხს ნედლი რძის უმაღლესი ღირებულებები და ნაზი დამუშავება განაპირობებს.ფრისო,ისევე როგორც კომპანიის სხვა რძის ნაწარმი,ნიდერლანდებში იწარმოება. 140 წლიანი გამოცდილება,14 000 ფერმა და ენერგიული,მცოდნე ფერმერები იდეალურ გარემოს ქმნიან ბავშვთა კვების სრულყოფილი ნაწარმის შესაქმნელად.ფერმის მაჩვენებლებიდან განსაკუთრებით ყურადღება ექცევა ნიადაგის ხარისხს. რძის წარმოებაშიც,ისევე როგორც მარცვლეულის შემთხვევაში,ნიადაგის მაღალი ხარისხი უბადლო ნედლეულის მიღებას განაპირობებს.

მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სახეობრივი წარმომავლობა

ბუნებისაგან მინიჭებული უნარის მეშვეობით მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს შეუძლია მცენარეული საკვების მაღალი ხარისხის რძედ გარდაქმნა,თუმცა ნიჭთან ერთად აუცილებელია სხვა მაჩვენებლების დაცვა და გაუმჯობესება.
პირუტყვის ჯანმრთელობა ერთერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმია,ისევე როგორც მისი წარმომავლობა,რადგან სუფთა სისხლის პირუტყვი, გენეტიკური თვისების წყალობით, გამოირჩევა სტაბილურად მაღალი ხარისხის ნედლეულით.კომპანიაში თვითოეულ მათგანს თავისი სახელი აქვს,ისინი მუდმივად გადიან სამედიცინო კონტროლს სპეციალური ელექტრული საყელოს საშუალებით.მიღებული ნედლეული თავის მხრივ მაღალტექნოლოგიური აპარატურის მეშვეობით კონტროლირდება და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაეშვება სხვადასხვა პროდუქტის წარმოების პროცესში.

nature_img24

nature_img33

გამოცდილება,რომელიც თაობებს გადაეცემა

რძე ბუნების ქმნილებაა,ადამიანს შეუძლია სრულყოს მისი შექმნის პროცესი,რომელიც საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს. ბუნებრივი მოვლენების დაჩქარება,რა თქმა უნდა,შეუძლებელია.


რძის წარმოება ბევრ საზრუნავთანაა დაკავშირებული და დიდ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად თავდადებასაც მოითხოვს. ჩვენი ფერმერებისათვის ეს სამუშაო,რომელიც წლიდან წლამდე ყოველდღიურად დილიდან საღამომდე დაუღალავ შრომას ითვალისწინებს,აღარ არის უბრალოდ სამსახური, ეს მოწოდებაა.მათი ცოდნა და გამოცდილება თაობიდან თაობას გადაეცემა,როგორც წლების მანძილზე დაგროვებული ტრადიცია და საამაყო მემკვიდრეობა.


კომპანიაში არსებული მაღალტექნოლოგიური სისტემები,პირუტყვის მუდმივი მონიტორინგი და პერმანენტულად განახლებადი ცოდნა მაღალი ხარისხის რძის მიღების გარანტიაა.

სრულყოფილია მეცნიერების მიერ

 

science_img13

როგორ შევინარჩუნოთ ბუნებრივი საკვები ღირებულებები

რძის პროდუქტების წარმოებაში აუცილებელია წარმოებულ პროდუქტს გადაეცეს დაუმუშავებელ ნედლეულში არსებული ყველა აუცილებელი საკვები ღირებულება .კომპანია,რომელიც ცნობილია რძის წარმოებაში ცოდნითა და გამოცდილებით,მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანას უმაღლესი ხარისხის პროდუქციით ამარაგებს.მეცნიერთა ჯგუფმა, რომელიც კომპანიის მუდმივ სამეცნიერო წინსვლას განაპირობებს,შექმნეს სპეციალური ტექნოლოგიური საფეხურები,რომელიც უზრუნველყოფს საკვები ნივთიერებებით მდიდარი ნედლეულის ნაზ დამუშავებას მისი თვისებების მაქსიმალური შენარჩუნებით.

ხარისხი უმნიშვნელოვანესია

დაუმუშვებელი ნედლეულის მაღალი ხარისხობრივი შემადგენლობის შენარჩუნება მოითხოვს კონტროლის ულტრათანამედროვე მეთოდებს,რომლებიც ორიენტირებული საკვები ღირებულებების მაქსიმალურად შენარჩუნებაზე.კომპანიის ყველა საწარმო და დანადგარი უახლესი ტექნოლოგიური მიღწევების პროპორციულადაა განახლებული.დაწყებული ფერმაში მიღებული ნედლი რძისაგან, რომელიც 14 000 მეუნეობიდან მიიღება ნიდერლანდების ტერიტორიაზე,პროცესი სრულიად კონტროლირებადია პირუტყვის ჯანმრთელობის,მათი მცენარეული საკვების,რძის მიღების ტექნოლოგიისდა მიღებული რძის შემადგენლობის ჩათვლით.ფრისოს თითოეული ქილა იწარმოება და იფუთება ნიდერლანდებში. ასეთი მექანიზმით ჩვენ შეგვიძლია გავაკონტროლოთ მშრალი ნარევის მიღების თითეული საფეხური.

science_img2

თქვენ და ბავშვი

 

youandchild_canuse4

თქვენ და ბავშვი

ბავშვისათვის ცხოვრებისეული გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელია.ბავშვი იდეალურად ვითარდება,როდესაც ცხოვრებისაგან მაქსიმალურ ემოციებსა და შთაბეჭდილებებს იღებს.მაღალტექნოლოგიურად დამუშავებული,ბუნებრივად წარმოებული საკვები ნედლეული,კონტროლი წარმოების ყველა ეტაპზე,რძის მიღების თანამედროვე აღჭურვილობა და მონიტორინგი ადაპტირებული ნარევის უმაღლესი ხარისხის გარანტიაა.ჩვენ გადავცემთ თქვენს პატარას ყველა სასარგებლო და მნიშვნელოვან ინგრედიენტს,რათა ფიზიკურად და სულიერად ჯანსაღი ორგანიზმი მზად იყოს ცხოვრებისეული გამოცდილებების,ბედნიერების და წარმატებების მისაღებად.
ფრისო – ჯანმრთელობა და სიძლიერე,რომელსაც ბუნება და მეცნიერება ერთდროულად გვჩუქნის.

მინდვრიდან ფინჯნამდე

მინდვრიდან ფინჯნამდე

ჩვენ20 000-ზე მეტ ფერმერს ვეკუთვნით

მინდვრიდან ფინჯნამდე ფრისოს დედის რძის შემცვლელი ყველა ადაპტირებული ნარევი უმაღლესი ხარისხისაა.წარმოების სრული კონტროლი უზრუნველყოფს უბადლო პროდუქტის გარანტიას მინდვრიდან ფინჯნამდე.

From Grass to Glass.  Friso

ხარისხის კონტროლი

Friesland Campina მსოფლიოში რძის მწარმოებელ ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს, რომლის წლიური შემოსავალი 10,3 მლრდ დოლარია. კომპანიის მფლობელობაშია 14 132 ინდივიდუალური ფერმა (2012 წლის მონაცემებით ეს რიცხვი 19 487 შეადგენდა შესყიდული ობიექტების ჩათვლით) . ფერმები განთავსებულია ნიდერლანდებში, გერმანიასა და ბელგიაში. კომპანიას 140 წლიანი გამოცდილება აქვს რძის პროდუქტების წარმოებასა და ბავშვთა კვებაში.

FRIESLANDCAMPINA

Royal FrieslandCampina N.V. – მულტინაციონალური კომპანიაა,რომელიც აწარმოებს უმაღლესი ხარისხის რძის ნაწარმს .კომპანიის მფლობელობაშია 14 132 ინდივიდუალური ფერმა,რომლებიც განთავსებულია ნიდერლანდებში,გერმანიასა და ბელგიაში.კომპანიას გააჩნია 25 სავაჭრო წერტილი და ასამდე საწარმო,სადაც დასაქმებულია 19 000 პიროვნება.


FrieslandCampina ორგანიზაციული სტრუქტურა მოიცავს ოთხ განყოფილებას:ევროპის საბაზრო პროდუქცია,საერთაშორისო საბაზრო პროდუქცია,რძის ნაწარმი (ყველი,კარაქი) და საწარმოო ინგრედიენტები.


კომპანიის წარმოებული პროდუქტების ასორტიმენტი მოიცავს:რძეს,რძის ფხვნილს,შედედებულ რძეს,რძის სასმელებს,იოგურტს,დესერტს,ნაღებს,ყველს,კარაქს,ბავშვთა კვებას და საწარმოო ინგრედიენტებს.
კომპანიის ბრენდებია:Campina, Chocomel, Completa, Dutch Lady, Frisian Flag, Foremost, Betagen, Friesche Vlag, Fruttis, Fristi, Vifit, Landliebe, Milli, Mona, Optimel, Optiwell, Puddis, Pöttyös, Fruttis, NoyNoy, Peak, Rainbow, Yazoo, Appelsientje, DubbelFrisss, CoolBest, Debic, Frico, Milner, Buttergold, Valess, DMV, Kievit, Domo, Creamy Creation და Nutrifeed.